|
2018-08-19 21:01:32, 1747 ნახვა
სამართალი
სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული. წყების ცნობით, მომხდარიდან მალევე დაუკავშირდნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს. „ორი გარდაცვლილიდან ერთი იყო საქართველოს, ხოლო მეორე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებული. ერთ-ერთ საავადმყოფოში ოთხი დაშავებულია გადაყვანილი და მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს სამივესთან კონტაქტზე გასვლას. მეორე კლინიკაში, პიატიგორსკის საავადმყოფოში ცხრა დაზარალებულიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ფედერალურ ავტომაგისტრალ „კავკაზზე“ თბილისი-კრასნოდარის რეისით მიმავალი ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ამ დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. ორი გარდაიცვალა და 27 დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)