|
2018-08-16 15:56:16, 1705 ნახვა
სამართალი
1 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 01 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ „ექსპრესნისს“ გარემოზ ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 4 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 3 ფაქტი - კახეთში, ხოლო 1 ფაქტი იმერეთში. მოქალაქეები ნადირობისთვის აკრძალული იარაღებით (ე.წ "მანოკით" და ფარით), აკრძალულ დროს ნადირობდნენ. იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში, უმეთვალყურეოდ მიტოვებული, ჩართულ მდგომარეობაში მყოფი ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრო თვითნაკეთი მოწყობილობა ე. წ. "მანოკი" ნახეს. ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებს 7 ერთეული მწყერი ჰყავდათ მოპოვებული. მათ უკანონოდ მოპოვებული მწყერი ჩამოერთვათ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 150 ლარის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)