|
2018-08-16 15:24:59, 1434 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ყოფილი მთავრობის მეთაურისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის სჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა, სტეფანე თუმანიშვილი მოინახულა. ადვოკტის თქმით, ყოფილი პრემიერი ციხეში მომდევნო დღეებში ექიმების ვიზიტს კიდევ ელოდებიან. „ვანო მერაბიშვილი გუშინ გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც მას დაუნიშნეს მკურნალობის კურსი, ახლა მიდის მედიკამეტოზური მკურნალობა, დღეს და ხვალ მასთან მივლენ ექიმები და საჭიროება იქნება, ისევ მოხდება მისი დიაგნოსტიკაზე გადაყვანა. თვითონ თავს გრძნობს მხნედ“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გუშინ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. შემოწმების შემდეგ კი მერაბიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)