18:23 - 02 Nov, 2026
|
2018-08-16 13:05:49, 1407 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები ამოიღეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიება განახორციელეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, სამტრედია-დაფნარის მონაკვეთში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე რიონის აუზის - ზუთხის სატოფე ადგილები. მოქალაქეებს მდინარეში ერთი ერთეული ჩასადგმელი იარუსი, 57 ერთეული „ საზუთხე ანკელარი", 7 ერთეული ხოლოხი ბადე, ასევე 20 ერთეული დიდი ზომის ნემსკავი(20მმ) ჰქონდათ ჩაგებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები მდინარიდან ამოიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)