|
2018-08-16 10:54:04, 1214 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტრო: მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის
„ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტრო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანას. უწყების ინფორმაციით, მერაბიშვილი სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევებს ერთი საათის განმავლობააში იტარებდა. „ციხის სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა საჭიროდ შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და გუშინ საღამოს იქნა გადაყვანილი. დანიშნულების დანიშვნის მერე დაბრუნდა და იმყოფება დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. კლინიკაში დაყო, დაახლოებით, ერთი საათი და 19.20-ზე იმყოფებოდა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. ვანო მერაბიშვილის მონახულებას სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისი ადვოკატებიც გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)