|
2018-08-16 10:23:39, 1230 ნახვა
სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მეორედ დაიბარეს
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს. მაჩალიკაშვილი ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზეა დაბარებული, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი და ბრალდებულები გაასამართლა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის უცნობია, რა შეკითხვები ექნება მასთან კონტრტერორისტულ ცენტრს. დაცვის მხარისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ დაიბარეს შვილმოკლული მამა ტერორიზმის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე და რატომ გახდა მისი გამოკითხვა საჭირო განაჩენის გამოტანის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით მალხაზ მაჩალიკაშვილი ორი დღის წინაც იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)