|
2018-08-15 10:29:11, 1327 ნახვა
სამართალი
დეკანოზ მამალაძის ადვოკატების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. სამართალდამცავები სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას გულისხმობს და რის გამოც ხშირად დაცვის მხარე პროკურატურასთან შედარებით არათანაბარ პირობებში არის. ასევე მოითხოვენ კიდევ ერთი ნორმატიული აქტის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სხდომების დახურვას შეეხება. მათი განმარტებით, განსასჯელის თანხმობის შემთხვევაში სხდომები საჯარო იქნება და არ დაიხურება ბრალდების მხარის მოთხოვნის მიუხედავად. შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. ის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)