18:22 - 02 Nov, 2026
|
2018-08-14 12:54:53, 1267 ნახვა
სამართალი
მაჩალიკაშვილი: 31 მაისს განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე
„ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე განცხადება“,- ამის შესახებ პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ განცხადებაში, რომელიც მან 31 მაისს აქციაზე გააკეთა, არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. „იმ განცხადებაში, რაც მე გავაკეთე, არავითარი დანაშაული არ იკვეთება. ეს განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე. მე არც მიფიქრია და არც მქონია ასეთი რამ გულში. ჩემს ადგილას სხვა უფრო მეტსაც იტყოდა. სამი თვის შემდეგ ჩემი დაკითხვა იმიტომ ხდება, რომ ყველანაირად ცდილობენ რაღაც ზღაპარი შეთხზან და რაღაც გამოიგონონ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)