|
2018-08-13 17:25:18, 1232 ნახვა
სამართალი
შსს ბავშვების სახლში გამოკეტვასთან დაკავშირებით, დაკავებულის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამირან დევნოზაშვილის მიერ ოჯახის წევრების (მათ შორის არასრულწლოვანი შვილების) გამოკეტვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 29 იანვარს, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ა. დ.-ს მიერ ოჯახის წევრების (შვილების) მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე, 28 ივლისს, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ა. დ.-ს დაკავების შესახებ. სასამართლოს განჩინებით ა. დ. დაკავებული იქნა შვილების მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 18 თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი მეტად სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, რომელთა ინტერესების გათვალისწინებაც სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, სამინისტრო თავს იკავებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასაჯაროებისგან და ასევე მოუწოდებს საზოგადობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდნონ ამ საკითხს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)