12:35 - 26 Oct, 2026
|
2018-08-04 10:31:45, 1653 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ვერტმფრენი კომპანია Utair-ს ეკუთვნოდა. ბორტზე სულ 18 ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის 3 წევრი და 15 მგზავრი. მედიის ცნობით, ვერტმფრენს კომპანია „ვანკორის“ თანამშრომლები გადაჰყავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაბამისობაზე დაიწყო, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მოგვიანებით რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი სხვა ვერტმფრენს დაეჯახა.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)