|
2015-06-03 15:28:01, 633 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში 50 მილიონი დოლარის ღირებულების ორი ახალი ინვესტიციის განოხრციელება დაიწყო
ბათუმში 50 მლნ დოლარის ღირებულების ორი ახალი ინვესტიციის განოხრციელება დაიწყო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ახალ ბულვარში შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ და შპს „ეიარ მერიდიანსი“ არანაკლებ 220 – 200 ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას იწყებენ. უკვე დასრულებული სასტუმროების ოპერირებას მსოფლიო ბრენდები უზრუნველყოფენ. „ახალ ბულვარში შპს „ეიარ მერიდიანსი“ არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის მიხედვით საინვესტიციო ტერიტორიაზე არანაკლებ 220 ნომრიანი სასტუმო და 600 აპარტამენტი აშენდება. შენობაში ასევე სამორინე, საკონფერენციო დარბაზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, კვების და სხვა ობიექტები განთავსდება. პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წელში დასრულდება. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 300 ადამიანი დასაქმდება. შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ კი ახალ ბულვარში არანაკლებ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით ინვესტორი არანაკლებ 200 ნომრიან სასტუმროს, ასევე არანაკლებ 250 აპარტამენტის მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. კომპანია 20 მილიონი დოლარიდან 1 მილიონ დოლარს საინვესტიციო ტერიტირიასთან არსებული არხის კეთილმოწყობისთვის დახარჯავს. პროექტის განხორცილება მიმდინარე წელს დაიწყება. ხელშეკრულების მიხედვით შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებლობის დასრულებისთვის 5 წელი ექნება, თუმცა კომპანიის განცხადებით პროექტი დაახლოებით 2017 წელს დასრულდება“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში. აჭარის მთავრობასა და კომპანიებს შორის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ გაიმართა. აჭარის მთავრობის სახელით ხელშეკრულებას ხელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურა ჭურკვეიძემ, შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“-დან კომპანიის საპატიო პრეზიდენტმა გალიფ ოზთურქიმ, ხოლო შპს „ეიარ მერიდიანსი“-დან კომპანიის დირექტორმა რაულ კაიტამბამ მოაწერა ხელი.
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)