22:59 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 09:22:07, 392 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში დასრულდა

საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები საღამოს 8 სთ-ზე დაიხურა და საუბნო საარჩევნო კომისიებში უკვე დაიწყო ხმების დათვლის პროცესი. მათივე ცნობით, არჩევნებმა ყველანაირი პროცედურული დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში 20:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 20:00 საათის მონაცემებით სენაკში არჩევნებში მონაწილეობა 979-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 74,45%-ია, ხოლო ზუგდიდში აქტივობამ 63,54 % (732 ამომრჩეველი) შეადგინა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დაითვალა პროცენტული მაჩვენებლები ქალი და მამაკაცი ამომრჩევლების მიხედვით.

არჩევნების წინასწარ შედეგებს, საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში წარმოადგენს.

ბრიფინგის ბოლოს ანა მიქელაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს  აქტიურობისთვის და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალე გარემოში წარმართვისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics