|
2015-05-29 12:15:24, 545 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: რუსეთში დარჩენილია რამდენიმე ქართველი, რომელიც ჯაშუშობისთვის იხდის სასჯელს
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსებმა ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი გაათავისუფლეს. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობაში კიდევ რამდენიმე მათგანია დარჩენილი და ვარაუდობს, რომ ისინიც მალე გათავისუფლდებიან. აბაშიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე იქნება. "კარასინთან შეხვედრაზე საუბარი იქნება ჰუმანიტარულ საკითხებზე... ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებაზე, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან. რამდენიმე მათგანი გავათვისუფლეთ, კიდევ რამდენიმე პიროვნებაა დარჩენილი და ისინიც რაც შეიძლება მალე უნდა გავათვისუფლოთ", - აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)