|
2018-02-18 12:02:22, 1668 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ დაზღვევის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მთავარ მიზანს რეინჯერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 530 თანამშრომლისა და რეინჯერის 2018 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 100 000 ლარით დააფინანსებს. ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერებს ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. ისინი 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეინჯერების მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კავკასიის ბუნების ფონდს მხარდაჭერისთვის. საქართველოს ბუნების დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც, ძირითადად, დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს გაძლიერება და ამ მიმართულებით დონორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)