|
2018-02-17 16:42:42, 1926 ნახვა
საზოგადოება
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალში არსებული ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია 2 კვირაში დაიწყება
თბილისის მერი კახა კალაძე ლადო გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მოისმინა და მიმდებარედ არსებული სარეაბილიტაციო შენობები დაათვალიერა. პროექტის თანახმად, ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში 30-ზე მეტი ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება. კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის მასშტაბური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი მოწესრიგებული და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი შეემატება. „მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ვაპირებთ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას და რეაბილიტაციას. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და მოწესრიგებული ტურისტული ადგილი დედაქალაქში თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, სადაც ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება კეთილმოწყობილი.აქ იქნება მიმზიდველი გარემო არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც. რასაც აქ ვუყურებთ, არის ის სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია და შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ამ მიმართულებით“ - განაცხადა თბილისის მერმა. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში მდებარე შენობების სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ისტორიულ ქვემო კალაში მდებარე, არქიტექტორულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას.სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი,მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. რეაბილიტაცია შეეხება არა მხოლოდ შენობების ფასადებს,არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც,რომელიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია,ასევე, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება. თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)