|
2018-02-17 13:07:48, 1625 ნახვა
საზოგადოება
საქართველო მეთევზეობის სექტორის გასაძლიერებლად FAO-ს მხარდაჭერას მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO). ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარია ჰელენა სემედომ რომში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, FAO საქართველოს მეთევზეობის სექტორისა და აკვაკულტურის განვითარებაში დაეხმარება. ტექნიკური დახმარების პროექტი გულისხმობს მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებას, წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებას, სპეციალისტთა გადამზადებას, ასევე, კონტროლისა და მონიტორინგის სისტემების დანერგვას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის კუთხით FAO -სთან თანამშრომლობის საკითხებსაც. „საქართველო ამჟამად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მეთევზეობის სექტორსა და აკვაკულტურას დაარეგულირებს. ამ პროგრამის შემუშავებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია FAO-სგან მიღებული მხარდაჭერა. შავ ზღვას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია თევზჭერისა და აკვაკულტურის კუთხით და საჭიროა ამ რესურსების საფუძვლიანად ათვისება“, - განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილებისა თუ სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხით; ამჯერად აქცენტს გავაკეთებთ მდგრადი განვითარების მე-14 გლობალურ მიზანზე - წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებაზე, რომლის მისაღწევად FAO დახმარებას უწევს ქვეყნებს არალეგალური, უნებართვო და არარეგულირებადი თევზჭერის აღმოფხვრაში“, - განაცხადა მარია ჰელენა სემედომ. ტექნიკური დახმარების პროექტის უშუალო განმახორციელებელი ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის კომისია იქნება. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტთან, რომელთანაც ქართული მხარე მრავალი წელია თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. პროექტში - სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა (AMMAR) - მნიშვნელოვანი კომპონენტია ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება. ამ კომპონენტში ჩართულია გარემოს დაცვითი მიმართულებაც, რაც კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითრებას გულისხმობს. „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) 41-ე მმართველთა საბჭოზე გადაწყდა საქართველოსთვის შემდეგი 5-წლიანი სტრატეგიის დამტკიცების საკითხი. ქართული მხარისთვის ძალინ მნიშვნელოვანია იმ დახმარების გაგრძელება, რომელსაც საქართველო IFAD-ისგან იღებს. მომავალში ვითანამშრომლებთ მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შუწყობს საქართველოში დარგის ეფექტიან განვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)