|
2018-02-16 18:50:53, 3674 ნახვა
საზოგადოება
საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 33 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 5 იყო. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, კერძოდ, 2018 წელს 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას მოხმარდება. ასევე იზრდება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის და გამწვანების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები. შესწორებული ვერსიით თბილისის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 898 მილიონი ლარი შეადგინა. დღესვე დეპუტატებმა შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ და ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს“ დაფუძნებას, ასევე თბილისის მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის დებულებებში შესატან ცვლილებებს მისცეს თანხმობა. ცვლილება განხორციელდა არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებულ მომსახურების და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესშიც. საკრებულოს წევრებმა დღესვე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს და საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი სახლების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს და ასევე თბილისში 14 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსების გაჩერებისთვის წინასწარ დადგენილი ადგილები განსაზღვრეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი რეგულაცია რუსთავი-თბილისის ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებზეც გავრცელდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დღევანდელ სხდომაზე სულ 20 საკითხი განიხილეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)