|
2018-02-16 14:43:03, 1617 ნახვა
საზოგადოება
ხმაური პარლამენტში - ნინო ჯანგირაშვილმა კობახიძისა და მედიაორგანიზაციების შეხვედრა დატოვა
პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ. ჯანგირაშვილი აცხადებდა, რომ 2014 წლის შემდეგ ქვეყანაში დაიწო სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენცია. აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარემ სიცრუე უწოდა და ჯანგირაშვილს მოუწოდა, „სწორი ფაქტები მოეყვანა“. ამის შემდეგ ჯანგირაშვილმა განცხადებისთვის 5 წუთი ითხოვა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ „თუ ტყუილების საუბარს გააგრძელებდა, ვერ მოუსმენდა“. საპასუხოდ, ჯანგირაშვილმა კობახიძეს დესტრუქციული უწოდა: „თქვენ ხართ დესტრუქციული, არ იცავთ იმ ეთიკას, რომელსაც თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე უნდა იცავდეთ. თქვენ მლანძღავთ მას შემდე რაც ხმა ამოვიღე და არ მაცდით, ბოლომდე მივიყვანო ჩემი სათქმელი. თქვენ ხართ მხარე, ხართ ამ კანონპროექტის ლობისტი და არ მაძლვეთ საშუალებას, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ამიტომ, მე ამ შეხვედრაზე დარჩენის აზრს ვეღარ ვხედავ და ვტოვებ დარბაზს", - მიმართა „კავკასიის“ დირექტორმა ირაკლი კობახიძეს და შეხვედრა დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი, მას ასე უპასუხა: „ძალიან კარგი, სწორი გადაწყვეტილებაა. ნული არგუმენტით როცა მოდიხართ, დარბაზი უნდა დატოვოთ, ეს არის ძალიან სწორი“,- აღნიშნა კობახიძემ. მოგვიანებით სხდომა „რუსთავი 2“-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმაც დატოვა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)