|
2018-02-16 14:28:44, 1501 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გლდანის რაიონის გამგეობაში გაიმართა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მოქალაქეებს ადგილობრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართვის საშუალებას მისცემს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს საბჭოს მნიშვნელობასა და ფუნქციებზე გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესაუბრა. „ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილება ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე, თვითმმართველობას რეალური განვითარება უჭირს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ის ქმედითი მექანიზმია, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობასა და გადაწყვეტილენბების მიღების პროცესში მათ რეალურ მონაწილებას უზრუნველყოფს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, საბჭოს წევრებს მიმდინარე და გაწეული სამუშაოების შესახებ კვარტალური ანგარიში ჩავაბაროთ და შემდგომში გასახორციელებელი სამუშაოები მათთან ერთად დავგეგმოთ“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 61 წევრისგან შედგება, რომლებიც გლდანის რაიონის ოთხი ტერიტორიული ერთეულიდან არიან წარმოდგენილი. საბჭოს შეხვედრები გლდანის რაიონის გამგეობაში სამ თვეში ერთხელ, ტერიტორიულ ერთეულში კი, თვეში ერთხელ გაიმართება. მოქალაქეებს, მედიას, ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნება, საკუთარი ინიციატივები და წინადადებები წარადგინონ და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)