|
2018-02-16 13:11:33, 1526 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი კომპლექსის მშენებლობა ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი ცენტრი ექნებათ, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიისთვის არის განკუთვნილი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ცალკე მიმართულება იქნება. ჩემს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თბილისის ყველა რაიონში სპორტული კომპლექსების მშენებლობა იყო და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. კომპლექსი 1500 ბენეფიციარის მომსახურებაზეა გათვლილი, სადაც კრივის არენა, ტანვარჯიშის დარბაზი, საჭიდაო მოედანი, ასევე, დიდი და საშუალო ზომის დახურული საცურაო აუზები განთავსდება. კომპლექსს ექნება კაფე და ღია ტერასა. პროექტს თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს. თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილზე მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)