|
2018-02-15 12:56:37, 2098 ნახვა
საზოგადოება
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შედის. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დაგეგმილი ცვლილებები დედაქალაქში მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მშენებლობების პროცესს და გააჩენს მეტი რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესაძლებლობას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და კიდევ უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არა ერთხელ ისაუბრა და მე მინდა მივესალმო მერიის ინიციატივას - ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ. ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის შედგენა და წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების. ასევე, 4000 მ2-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)