|
2018-02-14 14:51:26, 1787 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე: მედიაორგანიზაციებთან შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაძლევს თუ არა პრეზიდენტის ვეტოს. „როგორც მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ მქონდა შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დაძლევს თუ არ დაძლევს ვეტოს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შესახებ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია. „კოლეგების მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია. ეს ცალსახად შეიძლება ითქვას, თუმცა, რაც შეეხება, კიდევ ერთხელ, პარლამენტის გუნდში, შიგნით არსებულ მოსაზრებებს, არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად და ამის საფუძველზე მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას ვეტოსთან დაკავშირებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)