|
2018-02-08 11:20:59, 1876 ნახვა
საზოგადოება
FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია
FIFA-ს მსოფლიო თასი უკვე თბილისშია. თასის დახვედრის ცერემონიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. თასის ტური საქართველოში კოკა-კოლამ თბილისის მერიასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობით უზრუნველყო. დღესვე, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, უმაღლესი საფეხბურთო ჯილდო პირადად იხილოს. „მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, FIFA-ს, კოკა-კოლას, იმისათვის, რომ ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს მსოფლიო თასი. მე ახლა არ დავიწყებ ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ჯილდოა მსოფლიო თასი. სამწუხაროდ, მე სანაკრებო დონეზე არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა, საკლუბო დონეზე შევძელი ყველა იმ ტურნირის მოგება, რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო თასი დღეს ჩვენს დედაქალაქშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა. FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს გაივლის. მსოფლიო თასი თბილისში დღის ბოლომდე დარჩება. მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს „თბილისი მოლის“ შენობაში 18:00 საათამდე შეეძლება.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)