|
2018-02-07 15:37:49, 1568 ნახვა
საზოგადოება
სსე-ის შემეცნებითი ტური ოზურგეთის სკოლის მოსწავლეებისთვის
შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების უფროსკლასელები ესტუმრნენ. უფროსკლასელებმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს შეხვდნენ. სსე-ს მმართველთა საბჭოს წევრმა ზურაბ ეზუგბაიამ მოსწავლეებს ჩაუტარა მცირე ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. უფროსკლასელებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სსე-ს სხვა წარმომადგენლებმაც. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს. ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომავალშიც განახორციელებს.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)