|
2018-02-07 10:21:59, 1415 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მიწის რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან ჩატარებული სამუშაოები განიხილეს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში სოფლებში - ჯიმითსა და მზისგულში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში სამუშაოები 15 ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნულ სოფლებში აზომილია 3874 მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა 2500 საკუთრების უფლება, სარეგისტრაციო პროცედურები დასრულდება თებერვლის თვეში. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ასევე, კიდევ ერთხელ განმარტეს პროექტით გათვალისწინებული პროცედურები. მათ შეხვედრის მონაწილეების - ჯიმითისა და მზისგულის მცხოვრებთა კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. საპილოტო პროექტის ფარგლებში ამჟამად სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში - არხილოსკალოსა და არბოშიკში მიმდინარეობს. არხილოსკალოში უკვე დასრულდა საველე ტექნიკური სამუშაოები, სულ აზომილია 1915 მიწის ნაკვეთი, მიმდინარეობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ანალიზი. არბოშიკში კი საველე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და მარტის ბოლოს დასრულდება. (NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)