|
2018-02-06 20:10:53, 1605 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: როცა საუბარია თავდაცვისუნარიანობაზე უნდა დავთმოთ პოლიტიკური განსხვავებები და გავერთიანდეთ
„როცა საუბარია თავდაცვისუნარიანობაზე ერთიანნი უნდა ვიყოთ. უნდა დავთმოთ პოლიტიკური განსხვავებები და გავერთიანდეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში მედეგობის მიღწევის მექანიზმებზე ისაუბრა და ამ პროცესში პოლიტიკური, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების როლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ეროვნული მედეგობის მიზანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების გაერთიანებაა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როცა ვსაუბრობთ ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ მედეგობაზე, ამ მომენტში ვიძენთ უნარს გვერდზე გადავდოთ განსხვავებები პოლიტიკურ შეხედულებები და გავერთიანდეთ ქვეყნის დაცვისათვის, ავამუშაოთ ის მექანიზმები, რომელებიც მისცემს შესაძლებლობას საზოგადოებას ჩაერთოს ქვეყნის თავდაცვის პროცესში. "მოქალაქეთა ინფორმირებულობა ძლიერი იარაღია - მნიშვნელოვანია ავაგოთ ეფექტური კომუნიკაციური ჯაჭვი მოქალაქეებს, პოლიტიკურ, სამხედრო ხელმძღვანელობას შორის. დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე ბირთვული სახელმწიფოა, ეს ჩვენი სიძლიერის ნაწილია, დავრჩეთ დამოუკიდებელ ერად. უნდა ამოვიდეთ მთავარი პოსტულატიდან - ომს არ იგებენ მხოლოდ არმიები - ომს იგებს არმია და საზოგადოება ერთად. პრეზიდენტის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა ერთიან ეროვნულ მიდგომაზე და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებაზე, შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გახსნან შესაძლებლობა, რომ საზოგადოება სხვადასხვა ფორმით ჩადგეს ქვეყნის სამსახურში. "მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კლასი ჩამოყალიბდეს, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ერთიანობას, ამ შემთხვევაში, წითელი ხაზები არავინ გადალახოს. პოლიტიკური ჭიდილი დემოკრატიის ტოლფასია, ყველამ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური მრწამსი მაგრამ, როცა საუბარია თავდაცვისუნარიანობაზე ერთიანნი უნდა ვიყოთ. უნდა დავთმოთ პოლიტიკური განსხვავებები და გავერთიანდეთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. სტრატეგიული დისკუსია "ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა გორის სასწავლო უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)