|
2018-02-06 19:53:02, 1932 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა
"საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს ამ თემაზე ორიენტირებული გამოწრთობილი მასმედია, ჟურნალისტთა კორპუსი, რომელმაც ზუსტად იცის სად დაინახოს ამა თუ იმ საკითხის სისუსტე და სირთულე, ასევე, როგორ მოახდინოს საზოგადოების, მათ შორის, პოლიტიკური ძალების მობილიზაცია. "როდესაც საუბარია რუსულ პროპაგანდაზე, ხარისხობრივად ვხედავთ, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა. ჯერ საქართველოს, დამოუკიდებლობის პირველი დღიდან არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა საქართველოს ძირითადი ინტერესების სამსახურში და არ იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრე. ეს არის ის ფაქტი, რომელიც ჩვენს ისტორიულ რეალობას წარმოადგენს. ნამდვილად, ქართული საზოგადოება, მედიის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, ამ პროპაგანდაში ჯერჯერობით მოგებულია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. სტრატეგიული დისკუსია "ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა გორის სასწავლო უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)