|
2018-02-06 16:36:01, 1802 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიურ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 25 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს. 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ეროვნულმა არქივმა კიდევ უფრო გაზარდა პროექტის მასშტაბი და მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი სკოლის გუნდს შეუძლია. პირველი რესპუბლიკის შესახებ პროექტში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ეროვნული არქივიდან მიიღებენ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიას. სკოლებში VIII-XII კლასის მოსწავლეებისაგან ჩამოყალიბდება ჯგუფები, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილში ვიქტორინის ნახევარფინალში (დასავლეთ საქართველოში მდებარე სკოლებისთვის ნახევარფინალური ეტაპი ჩატარდება ქუთაისში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სკოლებში - თბილისში), ხოლო მაისში - ფინალში (თბილისი) შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან. ამ ეტაპზე რეგისტრაცია 80-მდე სკოლის გუნდმა გაიარა. საგანმანათლებლო პროექტს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი პირველიდემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში ამ დრომდე 700-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.archives.gov.ge/ge/saqartvelos-pirveli-demokratiuli-respublika. (NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)