|
2018-02-06 12:42:24, 1847 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - მეტრო „ვარკეთილში“ დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, მერია დაფარავს
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სრულად ანაზღაურდა. მათივე ცნობით, დამატებით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ხარჯებს დედაქალაქის მერია დაფარავს. „მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად, დაშავებულების მკურანლობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა. დაზარალებულების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილს კი სამედიცინო მომსახურება ამბულატორიულად გაეწია. მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია. დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული პირები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში პირადად მოინახულა. მინისტრმა იმთავითვე განაცხადა, რომ მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად დაფინანსდებოდა. პირველივე დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან. პაციენტთა იდენტიფიცირება და მათი ჯანმრთლებობის მდგომარეობისა თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)