|
2018-02-05 19:32:14, 1731 ნახვა
საზოგადოება
საბავშვო ბაღების სამუშაო საათების 20:00 საათამდე გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონულ შეხვედრებს იწყებს. პირველი დისკუსია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების შესახებ ისნის რაიონში გაიმართა. შეხვედრას N37-ე ბაგა-ბაღმა უმასპინძლა და მას რაიონის ბაგა-ბაღების დირექტორებთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და გამგებელი კახა ლაბუჩიძე დაესწრნენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახაბერ გვანცელაძემ მოწვეულ სტუმრებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ძირითადად, სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვასა და ახალი პროექტების ინიცირებას ეხებოდა. მისი თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება ბაღებში მისი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფად, სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ბაღებში კვების რაციონისა და მენიუს ცვლილებას. კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საქართველოს მთავრობის N487-ე დადგენილების მიხედვით მოქმედებს, ხოლო მენიუ, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის შედგენილი. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღსაზრდელთა მშობლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, 18:00-დან 20:00 საათამდე სერვისია. მისი თქმით, 18:00 საათზე ბავშვების ბაღებიდან გაყვანა დასაქმებული მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამჟამად, სააღმზრდელო საათების გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება. კახაბერ გვანცელაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)