|
2018-02-05 14:21:29, 2090 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტა „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ აცხადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტა აცხადებს „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება საქართველოში. წლევანდელი საკონკურსო თემა გახლავთ - „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?” კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: · წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით · მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები · წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი · წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას · კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული · სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე. ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა გახლავთ 2018 წლის 16 მარტი, 18:00 საათი. საკონკურსო წესები და პირობები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: gpost.ge, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: letter@gpost.ge. ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათდან საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი. „წერილის წერის საეთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა. (NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)