|
2018-02-03 14:29:41, 1840 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. მერიის ინფორმაციით, ზღვის უბნის (თემქა) მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში, კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ადგილობრივი მოსახლეობისთვის კორპუსებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, გზები ზღვის უბანში, ხუთი კორპუსის მიმდებარედ მოვაწესრიგეთ. რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და კიდევ ბევრი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია განსახორციელებელი. შესაბამისად, ქუჩების და შიდაკვარტლური გზების კაპიტალური რეაბილიტაცია წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 2 010 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)