|
2018-02-03 11:22:19, 2044 ნახვა
საზოგადოება
„SMS-ი მივიღე, ხვალიდან ნუღარ მოხვალო“ - მაკა რაზმაძე „იბერიამ“ სამსახურიდან დაითხოვა
გადაცემა „პრიორიტეტის“ წამყვანი მაკა რაზმაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იბერიამ“ იგი სამსახურიდან დაითხოვა. როგორც რაზმაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანიიდან SMS-ით შეატყობინეს. „ამ წუთიდან შევუერთდი ჩვენი ქვეყნის უმუშევართა დიდ არმიას. მახსოვს წლების წინ როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, ტყვიებზე მივდიოდი, ომის წინა ხაზზე ვიყავი - დეპეშა მივიღე სამსახურიდან ხვალიდან ნუღარ მოხვალ აქ აღარ მუშაობო დეჟავიუ...სე ლა ვი... ახლაც ასე დეპეშასავით ორსიტყვიანი სმს და სრულიად შეცვლილი ცხოვრება. საბანკო ვალდებულებები, დავალიანებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე.... თუმცა ესაა ცხოვრება და როგორც ადრე არც ახლა მეშინია. არც ახლა დამაკარგვინებს სახეს გაჭირვება როგორც აქამდე არ დამაკრგვინა. არც ახლა ვაპირებ სხვებზე გადაბრალებებს და სხვების საქციელებზე ლაპარაკს. კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და კიდევ ერთხელ ვდგავარ უცნობი მომავლის პირისპირ....კიდევ ერთხელ მომიწევს თავიდან დაწყება და ძველი ტკივილების გადავიწყება... კიდევ კარგი შორს წასვლა არ მომიწევს ისედაც სულ ხალხი ვიყავი მეც და ხალხად დავრჩები-ჩვენ ერთნი ვართ და ერთად ყველაფერს გადავიტანთ! რაც მთავარია ღირსებით და ღირსეულად გადავიტანთ როგორც აქამდე და როგორც ყოველთვის“, - წერს მაკა რაზმაძე.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)