|
2018-02-01 21:41:27, 2321 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს
თბილისის № მე-100 ბაგა-ბაღში დღეს დილით, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით, კომპანია "ნილი" ამარაგებს. პურპროდუქტები კომპანიის საცხობში ცხვება და შემდეგ ბაღებში ნაწილდება. "ნილის" დირექტორის კახა გიორგაძის მტკიცებით, სახეზეა დივერსია. მისივე ინფორმაციით, კომპანიის სადისტრიბუციო მანქანიდან 27 ბაღის გასაღებია მოპარული. "ბაღებს ვამარაგებთ ოთხკუთხედი პურებით. ის პური, რომელშიც საკანცელარიო დანა აღმოაჩინეს, ბატონია და ჩვენი პური არ არის. საინდან მოხვდა ბაღში არ ვიცი. ბაღების მომარაგება დავიწეთ 15 იანვრიდან. ყველანაირად ხარისხიანი პროდუქციით ვამარაგებთ. რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას - გუშინ იყო, რომ ბანანით ბავშვები მოიწამლნენ, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და არავითარი მოწამლვა არ იყო. ჰქონდათ ენტერო ვირუსი. ჩვენი სადისტრიბუციო მანქანიდან 27 ბაღის სასადილოს გასაღები მოიპარეს. ვიღაცამ იცოდა, რომ მანქანაში ეს გასაღები იდო. რა აზრი ჰქონდა ამ მოპარვას?! ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მივმართეთ", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა "კურიერის" ეთერში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)