|
2018-01-31 12:28:14, 1830 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოს ოპოზიცია მერის მოადგილეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ფრაქციის სხდომაზე იბარებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ვარკეთილის მეტროში მომხდარი ინციდენტის გამო, დედაქალაქის მერის მოადგილეს და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, 5 თებერვალს, 11:00 საათზე ფრაქციის სხდომაზე იბარებს. შესაბამისი განცხადება ფრაქციის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. "როცა ასეთ ობიექტის სამუშაოები მიმდინარეობს უნდა იყოს თუ არა ტენდერზე აუცილებლად გამკაცრებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები?! საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ ამ კომპანიას არ ჰქონდა მსგავსი ტიპის სამუშაოს შესრულების გამოცდილება და ერთი წლით ადრე, ის იმყოფებოდა ე.წ. შავ სიაში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ასეთი - მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ურჩევდნენ საერთოდ არ გაკეთებულიყო მეტროში ე.წ. შეკიდული ჭერის კონსტრუქცია, ვიბრაციის და სხვადასხვა ფაქტორების გამო, რატომ გადაწყდა მაინც ექსპერტების რჩევის მიუხედავად ამის გაკეთება", - განაცხადა გაბაშვილმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)