|
2018-01-31 11:53:24, 1843 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის მეტროში დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 6 მოქალაქე მკურნალობას თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აგრძელებს. როგორც ჰოსპიტალის ექიმმა არჩილ ჯოგიაშვილმა აღნიშნა, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. "ამჟამად 6 პაციენტია ჩვენს კლინიკაში. 3 პაციენტის მდგომაროება სტაბილურია. ისინი ბინაზე გაეწერებიან, ამბოლატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. ერთს გაუკეთდა ოპერაცია ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო. ოპერაციული პერიოდი მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. სტაბილურია ასევე 2 პაციენტის მდგომარეობაც, რომლებსაც თავის ქალის ტრავმატული შერყევა", - განაცხადა არჩილ ჯოგიაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)