|
2018-01-30 14:40:12, 2058 ნახვა
საზოგადოება
იანვარში საქართველოს მასშტაბით წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვრის თვეში ქვეყნის მასშტაბით წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, დინამიკა მზარდია, თუმცა დაავადებასთან საბრძოლველად მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება. „2017 წლის მეორე ნახევრიდან და განსაკუთრებით წელს, 2018 წლის დასაწყისში, აღინიშნება წითელას შემთხვევების ზრდის დინამიკა. იანვრის თვის განმავლობაში, გუშინდელი რიცხვით ჩვენ გვაქვს წითელას 102 შემთხვევა. 84% ამ შემთხვევებისა ძირითადად დაფიქსირებულია აჭარის რეგიონში და აჭარის რეგიონში უკვე 1 თვეა და მეტი მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას აფეთქების შეკავების მიზნით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას დროული აცრისკენ მოუწოდებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)