|
2018-01-30 13:37:35, 3478 ნახვა
საზოგადოება
მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს. შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)