|
2018-01-30 12:12:38, 1775 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოყვება და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ იმყოფებოდა, სადაც მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 11 ადამიანი დაშავდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, გვყავს 11 დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. ველოდებით კრიმინალისტებს, რათა მოხდეს შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად. ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად, მშენებლობებს, მის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის აგვისტოში დასრულდა, მისი ექსპლუატაციაში მიღება კი, სექტემბერში მოხდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)