|
2018-01-12 15:07:30, 2259 ნახვა
მსოფლიო
„აყროლებული ხვრელები“ - დონალდ ტრამპმა მესამე მსოფლიოს ქვეყნებს შეურაცხყოფა მიაყენა
ამერიკის შეერთებილი შტატების პრეზიდენტა დონალდ ტრამპმა მესამე მსოფლიოს ქვეყნებს „აყროლებული ხვრელები“ უწოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ტრამპმა ოვალურ კაბინეტში სხდომის დროს გააკეთა. მედიის ცნობით, აღნიშნული შეურაცხმყოფელი სიტყვით მან ის ქვეყნები მოიხსენია, საიდანაც ამერიკაში მიგრანტები ჩადიან. კერძოდ, საუბარი იყო ჰაიტიზე, სალვადორზე და აფრიკაზე. "რად გვინდა, რომ ჩვენთან ჩამოვიდნენ ეს ადამიანები, აყროლებული ხვრელებიდან", - აღნიშნა თეთრი სახლის მეთაურმა. BBC წერს, რომ ოვალურ კაბინეტში მიმდინარე სხდომაზე მიგრანტების საკითხს განიხილავდნენ. დემოკრატიული პარტიის სენატორმა რიჩარდ დურინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ისეთიი მიგრანტები უნდა მიიღოს, რომლებიც სტიქიის, საომარი მოქმედებების დროს დაზარალდნენ. ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკამ მიგრანტები მხოლოდ წარმატებული ქვეყნებიდან უნდა მიიღოს. "რად გვინდა ამდენი მიგრანტი ჰაიტიდან? უკან გაუშვით", - დასძინა მან. ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადებებს დიდი კრიტიკა მოჰყვა. თეთრი სახლის პრეს-მდივნის რაჯ შახის თქმით, "ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკოსს ურჩევნია სხვა ქვეყნების ინტერესები დაიცვას, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ ამერიკის ინტერესებს აყენებს პირველ პლანზე". აშშ-ის ფერადკანიანი მოსახლეობის მხარდამჭერის ასოციაციამ, დონალდ ტრამპი ქსენოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულა. თეთრი სახლის მეთაურის გამოსვლას პროტესტი და კრიტიკა სენატორების ნაწილის მხრიდანაც მოჰყვა. დემოკრატი სენატორის, სედრიკ რიჩმონდის თქმით, ტრამპის ლოზუნგი "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული", რეალურად ნიშნავს: "გავხადოთ ამერიკა კვლავ თეთრი".
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)