|
2026-10-27 17:22:25, 569 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ "ლატარიებისა და აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შემთხვევაში კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა შესაბამისი ექსპერტების და ადამიანის უფლებებზე გავლენის რისკების სრულყოფილად შეფასების გარეშე განსაკუთრებით დამაზიანებელია. "საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს კანონპროექტებს „ლატარიებისა და აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე სხვა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც პარლამენტის მიერ დღეს პირველი მოსმენით იქნა მიღებული და რომლის თანახმადაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტების შემდგომი მიღება. განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისი ექსპერტების და ადამიანის უფლებებზე გავლენის რისკების სრულყოფილად შეფასების გარეშე. აზარტული თამაშები სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზარტულ თამაშებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად განიხილავს და ხაზს უსვამს ისეთ შესაძლო შედეგებს, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, არასრულწლოვანებზე გავლენა, ფინანსური სირთულეები, ოჯახური კონფლიქტები და თვითმკვლელობის გაზრდილი რისკი. ის რეკომენდაციას უწევს აზარტული თამაშების რეკლამირების, ხელმისაწვდომობისა და სათამაშო ბიზნესის კონტროლის ეფექტიან ზომების აუცილებლობას. ინიციირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიღების მიზანს წარმოადგენს ტურიზმის განვითარება, ტურნირების უცხოელი მონაწილეების მოზიდვა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა, თუმცა დოკუმენტი არ შეიცავს:
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შეფასება არ შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური სარგებლის განსაზღვრით და სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე მათი შესაძლო გავლენა და დაკავშირებული რისკები", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)