15:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 14:09:43, 2240 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის დანიშვნის მოთხოვნით, უკრაინის სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მორიგი სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ Strana იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ითხოვს, რომ ის აღიარონ როგორც პირი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება.

"16 იანვარს სააკაშვილის სარჩელზე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა გაიმართება. საქმეზე მეორე მოპასუხე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის კიევის ოლქის სამმართველო იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სააკაშვილი ითხოვს, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გადასცეს იმ მასალების ასლები, რომლებიც მისი ექსტრადირების საკითხს ეხება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გუშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებოდა. სააკაშვილი უწყებაში თითქმის 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მოგვიანებით, ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის მასშტაბით ტურნეს დაწყება დააანონსა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics