20:00 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 13:36:25, 2643 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი მიგრანტებზე: რწმენა ადამიანებს ავალდებულებს, უცხოელებს კარი გაუღონ

რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მესის დროს მიგრანტებზე ისაუბრა და ისინი წმინდა მარიამსა და იოსებს შეადარა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

პონტიფიკოსის განმარტებით, წმინდა მარიამი და იოსები ნაზარეთიდან ბეთლემში ჩასულები დასარჩენ ადგილს ვერ პოულობდნენ. პაპმა აღნიშნა, რომ რწმენა ადამიანებს ავალდებულებს, უცხოელებს კარი გაუღონ.

„დღეს იოსებისა და მარიამის გზას გადის მრავალი სხვა ადამიანი. ვხედავთ ოჯახებს, რომლებსაც არ აურჩევიათ სხვაგან წასვლა. ისინი აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი მიწა, ძვირფასი ადამიანები“, - განაცხადა ფრანცისკემ.

პონტიფიკოსის თქმით, მწყემსებიც კი, რომლებმაც პირველებმა იხილეს ჩვილი იესო, „ბინძურ უცხოელებად“ მიიჩნეოდნენ და ისინი საზოგადოებამ გარიყა.

რომის პაპი ფრანცისკე შობის დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით, ვატიკანში საშობაო წირვას აღავლენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics