13:41 - 04 Aug, 2026
|
2017-12-23 13:20:31, 3129 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებას კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელის არმიასთან შეტაკებისას ორი პალესტინელი დაიღუპა. ღაზას ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოკლულები 24 და 29 წლის მამაკაცები არიან, ასევე დაჭრილია 45 წლის კაცი. ABCnews-ის ცნობით, ძალოვნებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში 600- ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო იერუსალიმში გადაინაცვლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)