|
2026-10-27 20:32:34, 759 ნახვა
ეკონომიკა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართა. ღონისძიებამ ქართულ კომპანიებს უზბეკეთის ბაზრის გაცნობის, ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაახლოებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მისცა. გამოფენაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, უზბეკეთის მხრიდან კი ღონისძიებას 1,400-ზე მეტი კორპორატიული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის უმაღლესი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. ორდღიანი პროგრამა მოიცავდა დახურულ ბიზნესკონფერენციას, საერთაშორისო გამოფენას, ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტებსა და მიზნობრივ B2B შეხვედრებს. ღონისძიების ფარგლებში 90-ზე მეტი პირისპირ ბიზნესშეხვედრა გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უზბეკეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარედგინათ და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განეხილათ. გამოფენის საერთაშორისო მასშტაბის ზრდას ხელი შეუწყო სტრატეგიულმა პარტნიორობამ უზბეკეთის წამყვან ბიზნესინსტიტუციებთან — The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ)-თან და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. „საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ საერთაშორისო ბიზნესდიალოგის, ახალი პარტნიორობებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პლატფორმაა, რომელიც ქართულ კომპანიებს ცენტრალური აზიის ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება.
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)