|
2017-10-27 12:22:58, 2904 ნახვა
მსოფლიო
„კენედის მკვლელი დანაშაულის ჩადენამდე КГБ-ს აგენტს შეხვდა“ - საქმის საიდუმლო დოკუმენტები გამოქვეყნდა
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა არქივმა, ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული 3 ათასამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, - შესაბამისი დოკუმენტები არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ 2891 დოკუმენტი არქივის ვებგვერდზე ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, სპეცსამსახურებმა დონალდ ტრამპი დაარწმუნეს, რომ ყველა დოკუმენტის გასაჯაროება ამ ეტაპზე არ შეიძლება. დანარჩენ დოკუმენტებს გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური დაზვერვის სამსახური 180 დღის განმავლობაში შეისწავლის. ამის შემდეგ, ეროვნულ არქივს ექნება შესაძლებლობა ეს კონკრეტული დოკუმენტები ვებგვერდზე განათავსოს. თეთრი სახლის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე კენედის მკვლელობის საქმიდან კიდევ რამდენიმე ათასი დოკუმენტი გასაჯაროვდება. 1992 წელს აშშ-ის კონგრესმა კენედის მკვლელობის საქმეზე სპეციალური განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კენედის მკვლელობის საქმის არქივის გახსნა 25 წლის შემდეგ, ანუ 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი.
"1963 წლის 28 სექტემბერს ლი ჰარვი ოსვალდმა ქალაქ მეხიკოში მდებარე საბჭოთა საელჩოში დარეკა. ის რუსულად ლაპარაკობდა, თუმცა ცუდად. ოსვალდი დაცვის წევრს გაესაუბრა და ჰკითხა, ხომ არ იყო რამე სიახლე „ვაშინგტონში დეპეშასთან დაკავშირებით“. დაცვამ უთხრა, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. დაზვერვა ვარაუდობს, რომ საბჭოთა კავშირი ოსვალდს ამერიკის პასპორტის მოპოვებაში ეხმარებოდა. დაზვერვის ცნობით, ელჩი ვალერი კოსტიკოვი КГБ-ს თანამშრომელი იყო. მას ეხმარებოდა КГБ-ს მე-13 დეპარტამენტი, რომელიც საბოტაჟსა და პოლიტიკურ მკვლელობებს განაგებდა", - ნათქვამია დოკუმენტში. გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ დროინდელი ხელმძღვანელი ჯ. ედგარ ჰუვერი ამბობდა: "ოსვალდის საქმეში არაფერია, გარდა იმისა, რომ ის მოკვდა". ცნობისთვის, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატში მოკლეს. მისი მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი დანაშაულის ჩადენიდან 2 დღეში დაიჭირეს. მას ციხეში გადაყვანის დროს ესროლეს.
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
ისრაელის არჩევნებზე ხმების 56.7%-ის დათვლის შემდეგ, უმრავლესობას ვერცერთი ბლოკი ვერ ფლობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ამასთან, როგორც ერთ-ერთ დოკუმენტშია ნათქვამი, პრეზიდენტ კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი, მკვლელობამდე 2 თვით ადრე მეხიკოში საბჭოთა კავშირის დიპლომატს, ვალერი კოსტიკოვს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაზვერვის ცნობით, დიპლომატი КГБ-ს თანამშრომელი იყო. დაზვერვაში განმარტავენ, რომ იმ დროს მეხიკოში საბჭოთა საელჩოების ტელეფონები მათ მიერ ისმინებოდა.



epn.ge (@expressnews.ge)