12:12 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 11:01:39, 638 ნახვა

სამართალი
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია

შსს-ს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ სოფელ ლისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს (გურამ ბოიკო. რედ) ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული, ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩემი დის შვილი აშველებდა… ინიციატორი არ იყო, უბრალოდ ცდილობდა, ქორწილს ნორმალურად ჩაევლო“, - აცხადებს ფაინა ბოიკო „TV პირველთან“.

ოჯახის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათთვის უცნობია, ვინ არის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. დეიდის თქმით, ჩხუბში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, როგორც ის ამბობს, მომხდარის უშუალო დეტალები ოჯახისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია.

როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი იყოს ადგილზე და ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ასე ტრაგიკულად დასრულდეს?

გურამი ძმის ქორწილში იყო - დღეს, რომელიც სიხარულისა და ბედნიერების დღე უნდა ყოფილიყო, ოჯახისთვის უმძიმეს მოგონებად იქცა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics