|
2017-10-26 11:18:07, 2243 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მონაწილეობს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უკრაინაში, კიევში იმყოფება, სადაც, 26-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის (The German Marshall Fund of the United States) „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მონაწილეობას მიიღებს. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფ ვიქტორ დოლიძე მოხსენებით წარსდგება კონფერენციის სადისკუსიო სესიაზე: „კიბერ და საინფორმაციო ომი-კონფლიქტთან გამკლავების ახალიგზები-კიბერ და საინფორმაციო საშუალებები“(Dealing with Conflict by Other Means — From Cyber to Information Warfare). დისკუსიის მონაწილეები რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და არატრადიციულ საფრთხეებთან ბრძოლის საშუალებებზე იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ „კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგების“ მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების, ასევე, ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი პოლიტილოგებისა და ანალიტიკოსების მონაწილეობით ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა და მსჯელობა ყველაზე მწვავე უსაფრთხოების გამოწვევებზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)