|
2017-10-24 19:59:29, 2162 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი მომავალში სავარაუდოდ, პოლიტიკურ პარტიას შექმნის
თბილისის მერობის ყოფილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, ის და მისი გუნდი ბრძოლას აგრძელებს. „არაფერი დასრულებულა. ყველაფერი იწყება. შედეგების გაანალიზება იმას გვეუბნება, რომ ხალხს უნდა ცვლილება. ხალხს უნდა, პოლიტიკაში იხილოს კეთილსინდისიერი, წესიერი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები და ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე დამყაყებული, დაჭაობებული პარტიები და პარტიიდან პარტიაში გადასული ადამიანები. ცვლილებაზე არის უზარმაზარი მოთხოვნა და ჩვენ ვეცდებით, რომ დღეიდან თანამიმდევრული შრომით თითოეული ის ადამიანი დავარწმუნოთ, ვინც სახლში დარჩა, რომ მათი მისვლა შემდგომ არჩევნებზე არის გადამწყვეტი და თითოეული მოქალაქის ხმა მართლაც მნიშვნელოვანია. მე ჩემს გუნდათან, ჩემს მეგობრებთან ერთად ვფიქრობ მომავალზე. ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ არჩევნებზე უნდა დავარწმუნით ადამიანები, რომ ჩვენ ხელშია ყველაფერი. ჩვენ ძალიან ცოტა დაგვაკლდა ცვლილებებისთვის. ყველაფერი გვაქვს წინ თბილისისთვის. ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გვაქვს წინ“,-განაცხადა ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)