|
2017-10-23 16:04:00, 2231 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა
„საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნებს. „ჩვენ ყურადღებით გავეცნობით მათ დასკვნებს. საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან გარემოში. პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის რა თქმა უნდა პრობლემა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი, თუმცა ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ“,-განაცხადა კობახიძემ. კობახიძე ასევე ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ ბრალდებას გამოეხმაურა. „ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა არჩევნებში, როგორც საქართველოში ისე ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, რომ ამ დროს ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები. მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილება, მათ შორის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღნუსხვა, როგორიც არის პირადი ნომრები და ა.შ“, -აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)